კავკასიის ბარომეტრი CRRC-ის მიერ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების შესახებ ჩატარებული შინამეურნეობების ყოველწლიური კვლევაა.
ქვეყანა: სომხეთი
საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2015 წლის 10 ოქტომბრიდან 2015 წლის 26 ნოემბრამდე
კავკასიის ბარომეტრი ყოველწლიური გამოკითხვაა, რომლის მიზანია სანდო და ერთმანეთთან შესადარი მონაცემების შეგროვება ოჯახების ეკონომიკურ ქცევასა და სოციალურ შეხედულებებზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. გამოკითხვა 2004 წლიდან ტარდება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ქვეყნების წარმომადგენლობითი მონაცემები ხელმისაწვდომია 2008 წლიდან (2010 წლამდე გამოკითხვის სახელწოდება იყო მონაცემთა ინიციატივა). 2015 წელს კავკასიის ბარომეტრი მხოლოდ საქართველოსა და სომხეთში ჩატარდა.
მოსახლეობა: სომხეთის ზრდასრული მოსახლეობა (18 წელი და ზემოთ)
შერჩევის დიზაინი: სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი კლასტერულ შერჩევა.
შერჩევის ზომა: 1863 რესპონდენტი .
გამოპასუხების რაოდენობა: 66%
გამოკითხვის მეთოდი:კომპიუტერის მეშვეობით პირისპირი გამოკითხვა (CAPI).
ინტერვიუს ენები: სომხური.
საველე სამუშაოების თარიღები: ოქტომბერი 10, 2015 - ნოემბერი 26, 2015
შედეგები შეწონილია.
მთავარი მკვლევარი: დოქტორი თინათინ ზურაბიშვილი, კავკასიის ბარომეტრის პროექტის კოორდინატორი.
დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში: დოქტორი თინათინ ზურაბიშვილი, tina@crrccenters.org
კავკასიის ბარომეტრი CRRC-ის მიერ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების შესახებ ჩატარებული შინამეურნეობების ყოველწლიური კვლევაა.
ქვეყანა: სომხეთი
საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2015 წლის 10 ოქტომბრიდან 2015 წლის 26 ნოემბრამდე