ქვეყანა: საქართველო
საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2021 წლის 17 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე
კავკასიის ბარომეტრი ყოველწლიური გამოკითხვაა, რომლის მიზანია სანდო და ერთმანეთთან შესადარი მონაცემების შეგროვება ოჯახების ეკონომიკურ ქცევასა და სოციალურ შეხედულებებზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. გამოკითხვა 2004 წლიდან ტარდება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ქვეყნების წარმომადგენლობითი მონაცემები ხელმისაწვდომია 2008 წლიდან (2010 წლამდე გამოკითხვის სახელწოდება იყო მონაცემთა ინიციატივა). 2015, 2017, 2019 და 2021 წელს კავკასიის ბარომეტრი მხოლოდ საქართველოსა და სომხეთში ჩატარდა.
მოსახლეობა: საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა (18 წელი და ზემოთ), ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა (სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი
შერჩევის დიზაინი: სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევა.
შერჩევის ზომა: 1,540 რესპონდენტი .
გამოპასუხების რაოდენობა: 23%
გამოკითხვის მეთოდი:კომპიუტერის მეშვეობით პირისპირი გამოკითხვა (CAPI).
ინტერვიუს ენები: ქართული, სომხური, აზერბაიჯანული.
საველე სამუშაოების თარიღები: დეკემბერი 17, 2021 - იანვარი 31, 2022
შედეგები შეწონილია.
მთავარი მკვლევარი: დავით სიჭინავა, კავკასიის ბარომეტრის პროექტის კოორდინატორი.
დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში: დავით სიჭინავა, david@crrccenters.org
კავკასიის ბარომეტრი CRRC-ის მიერ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების შესახებ ჩატარებული შინამეურნეობების ყოველწლიური კვლევაა
ქვეყანა: საქართველო
საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2021 წლის 17 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე