ISFED: გამოკითხვა საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, 2021
გამოკითხვა საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, 2021
ინფორმაცია გამოკითხვის შესახებ
კვლევის მთავარი მიზანი იყო საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით მოსახლეობის დამოკიდებულებების შესწავლა. გამოკითხვის ფარგლებში შესწავლილ იქნა მოსახლეობის დამოკიდებულება არჩევნებში მონაწილეობის მიმართ, ასევე წინასაარჩევნო პროცესების მიმდინარეობისა და არსებული დარღვევების შეფასება.
მოსახლეობა: საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა (18 წელი და ზემოთ), ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა (სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი). მონაცემები არის არამარტო ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი, არამედ მისი განზოგადება შესაძლებელია თბილისის, სხვა ურბანული სტატუსის მქონე დასახლებების და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაზე.
შერჩევის დიზაინი: მარტივი შემთხვევითი შერჩევა შემთხვევითი ნომრის აკრეფვის მეთოდით.
შერჩევის ზომა: 3,100 რესპონდენტი
გამოპასუხების რაოდენობა: 20%
გამოკითხვის მეთოდი: კომპიუტერის მეშვეობით სატელეფონო გამოკითხვა (CATI).
ინტერვიუს ენები: ქართული, სომხური, აზერბაიჯანული და რუსული.
საველე სამუშაოების თარიღები: აგვისტო 13, 2021 - სექტემბერი 4, 2021.
შედეგები შეწონილია.