საჭიროებების შეფასების კვლევა USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამისთვის, 2021

საჭიროებების შეფასების კვლევა USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამისთვის, 2021

ინფორმაცია გამოკითხვის შესახებ

საჭიროებების შეფასების კვლევა USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამისთვის CRRC საქართველომ 2021 წელს ჩაატარა. მაკ ჯორჯია (MAC Georgia), კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის (CIL) და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) ერთობლივად ახორციელებენ ამ პროგრამას. მისი მიზანია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირებისა და მდგრადი მომსახურების მიწოდების გზით.“ პროგრამის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: ლაგოდეხი, თელავი, ოზურგეთი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი. CRRC საქართველომ სწორედ აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ჩაატარა საჭიროებების შეფასების კვლევა.

მოსახლეობა: კვლევის რესპონდენტები შეირჩნენ მაკ ჯორჯიასა და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მიერ მოწოდებული სიიდან.

შერჩევის დიზაინი: ხელმისაწვდომი შერჩევა.

შერჩევის ზომა: 707 რესპონდენტი.

გამოპასუხების რაოდენობა: 79.4%.

გამოკითხვის მეთოდი: კომპიუტერის მეშვეობით სატელეფონო გამოკითხვა (CATI).

ინტერვიუს ენები: ქართული

საველე სამუშაოების თარიღები: 9 სექტემბერი, 2021 – 16 სექტემბერი, 2021.

დამატებითი ინფორმაციის შემთხევაში დაგვიკავშირდით: crrc-geo@crrccenters.org

საჭიროებების შეფასების კვლევა USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამისთვის, 2021

საჭიროებების შეფასების კვლევა USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამისთვის, 2021

  • კვლევა ჩატარდა „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის“-სა (MAC) და „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ (CIL) პარტნიორობით, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

პასუხების ანალიზი