NDI: საზოგადოების განწყობა საქართველოში, 2020 წლის აგვისტო
საზოგადოების განწყობა საქართველოში, 2020 წლის აგვისტო
ინფორმაცია გამოკითხვის შესახებ
კვლევის მთავარი მიზანი იყო ქვეყნის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხებისადმი საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულებების შეფასება. ამგვარად, გამოკითხვა მიზნად ისახავდა დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერას უფრო ეფექტურად უპასუხონ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან გამოწვევებს.
მოსახლეობა: საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა (18 წელი და ზემოთ), ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა (სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი). მონაცემები არის არა მარტო ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი, არამედ მისი განზოგადება შესაძლებელია თბილისის, სხვა ურბანული სტატუსის მქონე დასახლებების და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაზე.
შერჩევის დიზაინი: მარტივი შემთხვევითი შერჩევა შემთხვევითი ნომრის აკრეფვის მეთოდით.
შერჩევის ზომა: 2,045 რესპონდენტი
გამოპასუხების რაოდენობა: 29%
გამოკითხვის მეთოდი: კომპიუტერის მეშვეობით სატელეფონო გამოკითხვა (CATI).
ინტერვიუს ენები: ქართული, სომხური, აზერბაიჯანული და რუსული.
საველე სამუშაოების თარიღები: აგვისტო 6, 2020 - აგვისტო 11, 2020.
შედეგები შეწონილია.