NDI: საზოგადოების განწყობა საქართველოში, 2021 წლის დეკემბერი
საზოგადოების განწყობა საქართველოში, 2021 წლის დეკემბერი
ინფორმაცია გამოკითხვის შესახებ
კვლევის მთავარი მიზანი იყო კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხებისადმი, სხვადასხვა ინსტისტუტებისადმი, პარლამენტისადმი და მიმდინარე მოვლენებისადმი საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულებების შეფასება. ამგვარად, გამოკითხვა მიზნად ისახავდა დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერას უფრო ეფექტურად უპასუხონ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან გამოწვევებს.
მოსახლეობა: საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა (18 წელი და ზემოთ), ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა (სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი). მონაცემები არის არამარტო ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი, არამედ მისი განზოგადება შესაძლებელია თბილისის, სხვა ურბანული სტატუსის მქონე დასახლებების და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაზე.
შერჩევის დიზაინი: მარტივი შემთხვევითი შერჩევა შემთხვევითი ნომრის აკრეფვის მეთოდით.
შერჩევის ზომა: 2,099 რესპონდენტი
გამოპასუხების რაოდენობა: 22%
გამოკითხვის მეთოდი: კომპიუტერის მეშვეობით სატელეფონო გამოკითხვა (CATI).
ინტერვიუს ენები: ქართული, სომხური, აზერბაიჯანული და რუსული.
საველე სამუშაოების თარიღები: დეკემბერი 7, 2021 - დეკემბერი 13, 2021.
შედეგები შეწონილია.