NDI: საზოგადოების განწყობა საქართველოში, 2023 წლის მარტი
საზოგადოების განწყობა საქართველოში, 2023 წლის მარტი
ინფორმაცია გამოკითხვის შესახებ
კვლევის მთავარი მიზანი იყო ქვეყნის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხებისადმი საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულებების შეფასება. ამგვარად, გამოკითხვა მიზნად ისახავდა დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერას უფრო ეფექტურად უპასუხონ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან გამოწვევებს, და შეიმუშავონ და განახორციელონ შესაბამისი პოლიტიკა.
მოსახლეობა: საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა (18 წელი და ზემოთ), ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა (სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი). მონაცემები არის არამარტო ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი, არამედ მისი განზოგადება შესაძლებელია თბილისის, სხვა ურბანული სტატუსის მქონე დასახლებების და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაზე.
შერჩევის დიზაინი: მარტივი შემთხვევითი შერჩევა შემთხვევითი ნომრის აკრეფვის მეთოდით.
შერჩევის ზომა: 1,032 რესპონდენტი
გამოპასუხების რაოდენობა: 14%
გამოკითხვის მეთოდი: კომპიუტერის მეშვეობით სატელეფონო გამოკითხვა (CATI).
ინტერვიუს ენები: ქართული, სომხური, აზერბაიჯანული და რუსული.
საველე სამუშაოების თარიღები: მარტი 17, 2023 - მარტი 23, 2023.
შედეგები შეწონილია.