კავკასიის ბარომეტრი 2019 საქართველო

კავკასიის ბარომეტრი CRRC-ის მიერ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების შესახებ ჩატარებული შინამეურნეობების ყოველწლიური კვლევაა
ქვეყანა: საქართველო
საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2019 წლის 9 ოქტომბრიდან 2019 წლის 4 ნოემბრამდე

ინფორმაცია გამოკითხვის შესახებ

კავკასიის ბარომეტრი ყოველწლიური გამოკითხვაა, რომლის მიზანია სანდო და ერთმანეთთან შესადარი მონაცემების შეგროვება ოჯახების ეკონომიკურ ქცევასა და სოციალურ შეხედულებებზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. გამოკითხვა 2004 წლიდან ტარდება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ქვეყნების წარმომადგენლობითი მონაცემები ხელმისაწვდომია 2008 წლიდან (2010 წლამდე გამოკითხვის სახელწოდება იყო მონაცემთა ინიციატივა). 2015, 2017 და 2019 წელს კავკასიის ბარომეტრი მხოლოდ საქართველოსა და სომხეთში ჩატარდა.

მოსახლეობა: საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა (18 წელი და ზემოთ), ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა (სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი

შერჩევის დიზაინი: სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევა.

შერჩევის ზომა: 2317 რესპონდენტი .

გამოპასუხების რაოდენობა: 36%

გამოკითხვის მეთოდი:კომპიუტერის მეშვეობით პირისპირი გამოკითხვა (CAPI).

ინტერვიუს ენები: ქართული, სომხური, აზერბაიჯანული.

საველე სამუშაოების თარიღები: ოქტომბერი 9, 2019 - ნოემბერი 4, 2019

შედეგები შეწონილია.

მთავარი მკვლევარი: დავით სიჭინავა, კავკასიის ბარომეტრის პროექტის კოორდინატორი.

დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში: დავით სიჭინავა, david@crrccenters.org

კავკასიის ბარომეტრი 2019 საქართველო

კავკასიის ბარომეტრი CRRC-ის მიერ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულებების შესახებ ჩატარებული შინამეურნეობების ყოველწლიური კვლევაა
ქვეყანა: საქართველო
საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2019 წლის 9 ოქტომბრიდან 2019 წლის 4 ნოემბრამდე

პასუხების ანალიზი