Covid-19 მონიტორი 2020, ტალღა 5

საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2020 წლის 28 მაისიდან 2020 წლის 31 მაისის ჩათვლით.

ინფორმაცია გამოკითხვის შესახებ

Covid 19-ის გავრცელება იყო მნიშვნელოვანი გამოწვევა როგორც საქართველოსთვის, აგრეთვე მთელი მსოფლიოსთვის. გამოწვევები დაკავშირებული იყო ვირუსის გავრცელების შეკავებასთან, აგრეთვე ვირუსის მიერ გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შემცირებასთან. მათ აღმოსაფხველად გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მრავალი გადაწყვეტილების მიღება მოუხდათ. ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად CRRC საქართველომ აპრილის მიწურულიდან ივნისამდე პერიოდში გამოკითხვების 6 ტალღა ჩაატარა. პროექტი განხორციელდა თბილისში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. გამოკითხვების შედეგები ყოველკვირეულად მიეწოდებოდა საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აგრეთვე დიპლომატებსა და კრიზისის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.
მოსახლეობა: საქართველოს ზრდასრული მოსახლეობა (18 წელი და ზემოთ), ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა (სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი). მონაცემები არის არამარტო ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი, არამედ მისი განზოგადება შესაძლებელია თბილისის, სხვა ურბანული სტატუსის მქონე დასახლებებისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობაზეც.

შერჩევის დიზაინი: მობილური ტელეფონის მფლობელების მარტივი შემთხვევითი შერჩევა

შერჩევის ზომა: 1036 რესპონდენტი

გამოპასუხების რაოდენობა: 35%

გამოკითხვის მეთოდი: კომპიუტერის მეშვეობით სატელეფონო ინტერვიუ (CATI).

ინტერვიუს ენები: ქართული, სომხური, აზერბაიჯანული, და რუსული.

საველე სამუშაოების თარიღები: 2020 წლის 28 მაისიდან 2020 წლის 31 მაისის ჩათვლით.

შედეგები შეწონილია.

Covid-19 მონიტორი 2020, ტალღა 5

საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2020 წლის 28 მაისიდან 2020 წლის 31 მაისის ჩათვლით.

  • პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური დახმარებით. ქვემოთ მოცემული მოსაზრებები გამოხატავს მხოლოდ ავტორების პოზიციებს.

პასუხების ანალიზი