სიხშირის განაწილება (%) | |
---|---|
საქმეების ობიექტურ/მიუკერძოებელ განაწილებას | 39 |
სასამართლოში საქმეების სწრაფ განაწილებას | 29 |
ადამიანური რესურსის დაზოგვას სასამართლოში | 11 |
სხვა | 3 |
არ ვიცი | 17 |
უარი პასუხზე | 1 |
შეკითხვის ტექსტი: თქვენი ინფორმაციით, პირველ რიგში რა მიზანს ემსახურება სასამართლოში საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის დანერგვა?
„სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) პარტნიორ ორგანიზაციებთან, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან“ (CRRC-საქართველო) ერთად ახორციელებს, CRRC-საქართველომ ჩაატარა საბაზისო კვლევა სასამართლო სისტემის მიმართ საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულების შესახებ