სიხშირის განაწილება (%)
უფრო მოსალოდნელია, რომ ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენელი იქნება მიჩნეული დამნაშავედ17
უფრო მოსალოდნელია, რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი იქნება მიჩნეული დამნაშავედ23
ორივეს ერთნაირი შანსი აქვს როგორც გამართლების, ასევე დამნაშავედ ცნობის48
არ ვიცი/უარი პასუხზე12

HETERONON: ჰეტეროსექსული vs. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი

შეკითხვის ტექსტი: ახლა წარმოიდგინეთ, რომ ორ ადამიანს - ერთი მათგანი ტრადიციული სექსუალური ორიენტაციისაა (მოსწონს საპირისპირო სქესი), ხოლო მეორე საქართველოში მცხოვრები სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი (მოსწონს იგივე სქესი) - ბრალი ედება ერთნაირ დანაშაულში, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ. ამ ბარათზე მოყვანილი პასუხებიდან, რომელი შეესაბამება თქვენს აზრს?

შენიშვნა: საუბარია ორი სხვადასხვა სასამართლო პროცესის შესახებ, მაგრამ ამ ადამიანებისადმი წაყენებული ბრალდება მსგავსია.

პასუხები:
  • უფრო მოსალოდნელია, რომ ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენელი იქნება მიჩნეული დამნაშავედ
  • უფრო მოსალოდნელია, რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი იქნება მიჩნეული დამნაშავედ
  • ორივეს ერთნაირი შანსი აქვს როგორც გამართლების, ასევე დამნაშავედ ცნობის
  • არ ვიცი/უარი პასუხზე

საქართველოს მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება სასამართლო სისტემის მიმართ, 2018 წელი

„სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) პარტნიორ ორგანიზაციებთან, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან“ (CRRC-საქართველო) ერთად ახორციელებს, CRRC-საქართველომ ჩაატარა საბაზისო კვლევა სასამართლო სისტემის მიმართ საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულების შესახებ

პასუხების ანალიზი

  • შენიშვნა: ზოგ შემთხვევაში პროცენტები 100-მდე არ ჯამდება მეათედების და დამრგვალების გამო.
  • ODA მონაცემების გამოყენებისას გთხოვთ, გამოიყენოთ ციტირების შემდეგი ფორმა:

    კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი. (მონაცემთა ბაზის წელი) "[მონაცემთა ბაზის სახელწოდება, მაგ. კავკასიის ბარომეტრი]". აგებულია მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე http://caucasusbarometer.org {დიაგრამის აგების თარიღი}.