სიხშირის განაწილება (%) | |
---|---|
შეესაბამება სიმართლეს | 4 |
არ შეესაბამება სიმართლეს | 72 |
არ ვიცი რა არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო | 3 |
არ ვიცი/უარი პასუხზე | 21 |
შეკითხვის ტექსტი: გთხოვთ, მითხრათ, შეესაბამება თუ არა შემდეგი დებულება სიმართლეს: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტია
„სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) პარტნიორ ორგანიზაციებთან, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან“ (CRRC-საქართველო) ერთად ახორციელებს, CRRC-საქართველომ ჩაატარა საბაზისო კვლევა სასამართლო სისტემის მიმართ საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულების შესახებ