საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემის შესახებ არსებული განწყობების შეფასება

საქართველოში მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემის შესახებ არსებული განწყობების შეფასება საქართველოში, 2017 წლის აგვისტო

ინფორმაცია გამოკითხვის შესახებ

შეფასების პროექტი მიზნად ისახავდა საქონლის მფლობელი სოფლის მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულებების შესწავლას საქართველოში ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ეროვნული სისტემის მიმართ. აღნიშნული შეფასების პროექტი FAO-ს უფრო დიდი პროექტის „საქართველოში საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემის (NAITS) ტექნიკური ხელშეწყობა” (GCP/GEO/009/SWI) ნაწილია. პროექტი დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ. პროექტის მიზნები მოიცავს შემდეგს: (a) საქართველოში ცხოველთა რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის ევროკავშირის სტანდარდების შესაბამისი ეროვნული სისტემის შექმნა მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვისთვის და (b) ქართული სოფლის მეურნეობის კონკურენტულობის ხელშეწყობა გაუმჯობესებული სურსათის უვნებლობისა და ცხოველთა ჯანმრთელობის სტანდარტების დაცვით. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით ხელს უწყობს პროექტის განხორციელებას.

მოსახლეობა: გამოკითხვა საქართველოში მცხოვრები მესაქონლეების წარმომადგენლობითია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა (სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი). მონაცემები არის არამარტო ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი, არამედ მისი განზოგადება შესაძლებელია შემდეგ სტრატებისთვისაც: კახეთი, აჭარა, სამეგრელო, ნინოწმინდა, ახალქალაქი, წალკა, მარნეული, დმანისი და დანარჩენი საქართველო

შერჩევის დიზაინი: სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევა

შერჩევის ზომა: 3,327 რესპონდენტი

გამოპასუხების რაოდენობა: 93%

გამოკითხვის მეთოდი: კომპიუტერის მეშვეობით პირისპირი გამოკითხვა (CAPI).

ინტერვიუს ენები: ქართული, სომხური, აზერბაიჯანული.

საველე სამუშაოების თარიღები: აგვისტო 17 , 2017 - სექტემბერი 3, 2017.

შედეგები შეწონილია.

საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემის შესახებ არსებული განწყობების შეფასება

საქართველოში მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემის შესახებ არსებული განწყობების შეფასება საქართველოში, 2017 წლის აგვისტო

  • შეფასების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა საქონლის მფლობელი სოფლის მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულებების შესწავლას საქართველოში ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ეროვნული სისტემის მიმართ. აღნიშნული შეფასების პროექტი FAO-ს უფრო დიდი პროექტის „საქართველოში საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემის (NAITS) ტექნიკური ხელშეწყობა” (GCP/GEO/009/SWI) ნაწილია. პროექტი დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ.გაითვალისწინეთ, რომ ყველა შესაძლო კროსტაბულაცია არ იძლევა სტატისტიკურად მნიშვნელოვან ინფორმაციას.

პასუხების ანალიზი