სიხშირის განაწილება (%) | |
---|---|
დიახ | 10 |
არა | 83 |
არ ვიცი | 7 |
უარი პასუხზე | 1 |
შეკითხვის ტექსტი: გსმენიათ თუ არა დღემდე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ?
შენიშვნა: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა განმარტებული იყო ბარათზე შემდეგნაირად - ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი კომპანია გამოირჩევა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობით. მოკლედ რომ ვთქვათ,კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა გულისხმობს კომპანიის მიერ კანონმდებლობის მიღმა აღებულ პასუხისმგებლობას, იზრუნოს არა მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე, არამედ აგრეთვე საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრაზე, გაჭირვებულების დახმარებაზე, გარემოს დაცვაზე, აგრეთვე - საკუთარ თანამშრომლებზე. ინერგება მოდელი, რომლის თანახმადაც ბიზნესი სულ უფრო დიდ როლს თამაშობს საზოგადოების განვითარებაში.
საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის და ევროინტეგრაციის მიმართ