სიხშირის განაწილება (%) | |
---|---|
ძალიან იაფი | 1 |
უფრო იაფი, ვიდრე ძვირი | 6 |
უფრო ძვირი, ვიდრე იაფი | 35 |
ძალიან ძვირი | 35 |
არ ვიცი/უარი პასუხზე | 22 |
შეკითხვის ტექსტი: თქვენი აზრით, თქვენნაირი ადამიანისთვის, რამდენად ძვირი ან იაფი ჯდება სასამართლოსთვის მიმართვა/სასამართლო პროცესში მონაწილეობა? (იგულისხმება: ადვოკატის მომსახურების ხარჯები, საპროცესო დოკუმენტების მომზადების ხარჯები, ექსპერტიზის ხარჯი, ბაჟი, მგზავრობის ხარჯი და ა.შ.)
„სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) პარტნიორ ორგანიზაციებთან, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან“ (CRRC-საქართველო) ერთად ახორციელებს, CRRC-საქართველომ ჩაატარა კვლევა, რომელიც ეხება სასამართლოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტსა და მოსახლეობის განწყობებს.