სიხშირის განაწილება (%) | |
---|---|
ძალიან უშლის ხელს | 3 |
ძირითადად უშლის ხელს | 26 |
ძირითადად არ უშლის ხელს | 23 |
საერთოდ არ უშლის ხელს | 41 |
არ ვიცი | 8 |
შეკითხვის ტექსტი: ახლა ჩამოგითვლით რამდენიმე ფაქტორს და გთხოვთ მითხრათ, თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, რამდენად უშლის ან არ უშლის ხელს ეს ფაქტორები სასამართლოს ხელმისაწვდომობას? ის რომ ზოგიერთი ჯგუფისთვის მიუღებელია დავის მოსაგვარებლად სასამართლოს ჩარევა (კულტურული ფაქტორი)
შენიშვნა: კითხვა დაესვათ იმ რესპონდენტებს, რომლებსაც მიუმართავთ სასამართლოსთვის ბოლო 6 წლის მანძილზე. რამდენიმე დავის შემთხვევაში ეკითხებოდნენ ბოლო დასრულებულ დავაზე. ხარჯებში იგულისხმება: ადვოკატის, ექსპერტიზის, მგზავრობის, თარჯიმნის, ბაჟის და სხვა მსგავსი ტიპის ხარჯები.
„სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) პარტნიორ ორგანიზაციებთან, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან“ (CRRC-საქართველო) ერთად ახორციელებს, CRRC-საქართველომ ჩაატარა კვლევა, რომელიც ეხება სასამართლოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტსა და მოსახლეობის განწყობებს.