სიხშირის განაწილება (%) | |
---|---|
100 ლარზე ნაკლები | 19 |
100 - 499 ლარი | 19 |
500 - 999 ლარი | 11 |
1000 - 2999 ლარი | 7 |
3000 ლარი ან მეტი | 5 |
პროცესი მიმდინარეა/ჯერ არ დასრულებულა | 29 |
არ ვიცი | 9 |
უარი პასუხზე | 1 |
შეკითხვის ტექსტი: დაახლოებით, რამდენი ლარი დაგეხარჯათ სასამართლოში საქმის წარმოებისთვის?
შენიშვნა: კითხვა დაესვათ იმ რესპონდენტებს, რომლებსაც მიუმართავთ სასამართლოსთვის ბოლო 6 წლის მანძილზე. რამდენიმე დავის შემთხვევაში ეკითხებოდნენ ბოლო დასრულებულ დავაზე. ხარჯებში იგულისხმება: ადვოკატის, ექსპერტიზის, მგზავრობის, თარჯიმნის, ბაჟის და სხვა მსგავსი ტიპის ხარჯები. პასუხები გადაკოდილია ღია კითხვიდან ინტერვალურ სკალაზე.
„სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) პარტნიორ ორგანიზაციებთან, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან“ (CRRC-საქართველო) ერთად ახორციელებს, CRRC-საქართველომ ჩაატარა კვლევა, რომელიც ეხება სასამართლოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტსა და მოსახლეობის განწყობებს.