სიხშირის განაწილება (%) | |
---|---|
უფრო მოსალოდნელია, რომ მდიდარი იქნება მიჩნეული დამნაშავედ | 4 |
უფრო მოსალოდნელია, რომ ღარიბი იქნება მიჩნეული დამნაშავედ | 63 |
ორივეს ერთნაირი შანსი აქვს როგორც გამართლების, ასევე დამნაშავედ ცნობის | 31 |
არ ვიცი/უარი პასუხზე | 2 |
შეკითხვის ტექსტი: წარმოიდგინეთ, რომ ორ ადამიანს - ერთი მათგანი მდიდარია, ხოლო მეორე ღარიბი - ბრალი ედება ერთნაირ დანაშაულში, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ. ამ ბარათზე მოყვანილი პასუხებიდან, რომელი შეესაბამება თქვენს აზრს?
შენიშვნა: საუბარია ორი სხვადასხვა სასამართლო პროცესის შესახებ, მაგრამ ამ ადამიანებისადმი წაყენებული ბრალდება მსგავსია.
„სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) პარტნიორ ორგანიზაციებთან, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან“ (CRRC-საქართველო) ერთად ახორციელებს, CRRC-საქართველომ ჩაატარა საბაზისო კვლევა სასამართლო სისტემის მიმართ საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულების შესახებ