გამოკითხვა ლიბერალური და კონსერვატული ღირებულებების შესახებ 2018
კვლევა განხორციელდა ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური ხელშეწყობით და ჩაატარა CRRC საქართველო. გაითვალისწინეთ, რომ ყველა შესაძლო კროსტაბულაცია არ იძლევა სტატისტიკურად მნიშვნელოვან ინფორმაციას.
გამოკითხვა ლიბერალური და კონსერვატული ღირებულებების შესახებ 2018
შეკითხვის ტექსტი: სტრატა
შეკითხვის ტექსტი: რესპონდენტის სქესი
შეკითხვის ტექსტი: რესპონდენტის ასაკი
შეკითხვის ტექსტი: ამ ბარათის მეშვეობით გთხოვთ, მითხრათ, სად დაიბადეთ?
შეკითხვის ტექსტი: საქართველოში სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები ცხოვრობენ. რომელია თქვენი ეროვნება?
შენიშვნა: პასუხის ვარიანტი 'რუსეთი' დაჯგუფდა 'სხვასთან'
შეკითხვის ტექსტი: როგორია თქვენი ამჟამინდელი ოჯახური მდგომარეობა?
შეკითხვის ტექსტი: ამ ბარათზე მოყვანილთაგან, რომელი შეესაბამება თქვენს მიერ მიღებული განათლების ყველაზე მაღალ საფეხურს?
შენიშვნა: კითხვა გადაიკოდა. პასუხები 'დაწყებითი განათლება ან ნაკლები', 'საბაზისო განათლება ან მისი ანალოგი (9 კლასი)' და 'საშუალო განათლება' დაჯგუფდა როგორც 'საშუალო ან უფრო დაბალი', 'უმაღლესი განათლება (ბაკალავრის, მაგისტრის ან სპეციალისტის დიპლომი)' და 'სამეცნიერო ხარისხი' დაჯგუფდა როგორც ' საშუალოზე მაღალი'.
შეკითხვის ტექსტი: რომელი შეესაბამება მამათქვენის მიერ მიღებული განათლების ყველაზე მაღალ საფეხურს?
შენიშვნა: კითხვა გადაიკოდა. პასუხები 'დაწყებითი განათლება ან ნაკლები', 'საბაზისო განათლება ან მისი ანალოგი (9 კლასი)' და 'საშუალო განათლება' დაჯგუფდა როგორც 'საშუალო ან უფრო დაბალი', 'უმაღლესი განათლება (ბაკალავრის, მაგისტრის ან სპეციალისტის დიპლომი)' და 'სამეცნიერო ხარისხი' დაჯგუფდა როგორც ' საშუალოზე მაღალი'.
შეკითხვის ტექსტი: რომელი შეესაბამება დედათქვენის მიერ მიღებული განათლების ყველაზე მაღალ საფეხურს?
შენიშვნა: კითხვა გადაიკოდა. პასუხები 'დაწყებითი განათლება ან ნაკლები', 'საბაზისო განათლება ან მისი ანალოგი (9 კლასი)' და 'საშუალო განათლება' დაჯგუფდა როგორც 'საშუალო ან უფრო დაბალი', 'უმაღლესი განათლება (ბაკალავრის, მაგისტრის ან სპეციალისტის დიპლომი)' და 'სამეცნიერო ხარისხი' დაჯგუფდა როგორც ' საშუალოზე მაღალი'.
შეკითხვის ტექსტი: ამ ბარათის მეშვეობით გთხოვთ, მითხრათ, როგორია თქვენი ცოდნის დონე შემდეგში: რუსული ენა
შეკითხვის ტექსტი: ამ ბარათის მეშვეობით გთხოვთ, მითხრათ, როგორია თქვენი ცოდნის დონე შემდეგში: ინგლისური ენა
შეკითხვის ტექსტი: ამ ბარათის მეშვეობით გთხოვთ, მითხრათ, როგორია თქვენი ცოდნის დონე შემდეგში: კომპიუტერი (თამაშების გარდა)
შეკითხვის ტექსტი: რომელ რელიგიას ან აღმსარებლობას მიაკუთვნებთ თავს?
შენიშვნა: პასუხის ვარიანტი 'კათოლიკური ეკლესია' და 'იუდაიზმი' დაჯგუფდა 'სხვასთან'.
შეკითხვის ტექსტი: განსაკუთრებული ღონისძიებების გარდა, როგორებიცაა, მაგალითად, ქორწინება ან გასვენება, რამდენად ხშირად ესწრებით რელიგიურ მსახურებას? გთხოვთ, გამოიყენოთ ეს ბარათი.
შენიშვნა: კითხვა დაესვა მხოლოდ იმ რესპონდენტებს, რომლებმაც კონკრეტულ რელიგიურ აღმსარებლობას მიაკუთვნეს თავი
შეკითხვის ტექსტი: რამდენად ხშირად მარხულობთ, როცა ამას მოითხოვს თქვენი რელიგია?
შენიშვნა: კითხვა დაესვა მხოლოდ იმ რესპონდენტებს, რომლებმაც კონკრეტულ რელიგიურ აღმსარებლობას მიაკუთვნეს თავი. სიხშირეები დათვლილია 'ჩემი რელიგია არ მოითხოვს მარხვის დაცვას' ვარიანტის გარეშე
შეკითხვის ტექსტი: ამ ბარათზე მოყვანილთაგან, რომელი ასახავს ყველაზე კარგად თქვენს მიერ ბიბლიის ცოდნას?
შენიშვნა: კითხვა დაესვა მხოლოდ იმ რესპონდენტებს, რომლებმაც კონკრეტულ რელიგიურ აღმსარებლობას მიაკუთვნეს თავი
შეკითხვის ტექსტი: გყავთ თუ არა ამჟამად მოძღვარი?
შენიშვნა: კითხვა დაესვა მხოლოდ იმ რესპონდენტებს, რომლებმაც კონკრეტულ რელიგიურ აღმსარებლობას მიაკუთვნეს თავი
შეკითხვის ტექსტი: გჯერათ თუ არა, რომ ღმერთი უშუალოდ არის ჩართული რიგითი ადამიანების ცხოვრებაში?
შენიშვნა: კითხვა დაესვა მხოლოდ იმ რესპონდენტებს, რომლებმაც კონკრეტულ რელიგიურ აღმსარებლობას მიაკუთვნეს თავი
შეკითხვის ტექსტი: გჯერათ თუ არა, რომ ღმერთი სჯის ცოდვილებს?
შენიშვნა: კითხვა დაესვა მხოლოდ იმ რესპონდენტებს, რომლებმაც კონკრეტულ რელიგიურ აღმსარებლობას მიაკუთვნეს თავი
შეკითხვის ტექსტი: გყავთ თუ არა ახლო ნათესავი, რომელიც ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს?
შეკითხვის ტექსტი: რომელ ქვეყანაში ცხოვრობს ის?
შენიშვნა: კითხვა დაესვა მხოლოდ იმ რესპონდენტებს, რომლებსაც ჰყავთ ახლო ნათესავი, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს
აზერბაიჯანი, კვიპროსის რესპუბლიკა, ირლანდია, ბელგია, უკრაინა, შვედეთი, ინგლისი, ავსტრია, კანადა, ევროპა, ყაზახეთი, პორტუგალია, ჰოლანდია, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვენია, ბელარუსი, შვეიცარია, რუმინეთი, ირანი, სამხრეთ ოსეთი, ავსტრალია და სომხეთი დაჯგუფდა 'სხვასთან'
შეკითხვის ტექსტი: გყავთ თუ არა ახლო მეგობარი, რომელიც ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს?
შეკითხვის ტექსტი: რომელ ქვეყანაში ცხოვრობს ის?
შენიშვნა: კითხვა დაესვა მხოლოდ იმ რესპონდენტებს, რომლებსაც ჰყავთ ახლო მეგობარი, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს
აზერბაიჯანი, უკრაინა, კანადა, ავსტრია, ბულგარეთი, ისლანდია, დანია, ირლანდია, შვედეთი, ლიტვა, კვიპროსის რესპუბლიკა, ბელარუსი, ირანი და ყაზახეთი დაჯგუფდა 'სხვასთან'
შეკითხვის ტექსტი: ამ ჩამონათვალიდან, რა უფრო შეესაბამება თქვენს მდგომარეობას? გთხოვთ, შეარჩიოთ ის საქმიანობა, რომელიც თქვენთვის ძირითადია.
შეკითხვის ტექსტი: როგორ შეაფასებდით თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას ამჟამად?
შეკითხვის ტექსტი: როგორ შეაფასებდით თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას თქვენს უბანში მცხოვრებთა უმრავლესობასთან შედარებით?
შეკითხვის ტექსტი: გაქვთ თუ არა ამჟამად პირადი დანაზოგი?
შეკითხვის ტექსტი: გაქვთ თუ არა ამჟამად ვალი?
შეკითხვის ტექსტი: მართებს თუ არა ამჟამად ვინმეს თქვენი ფული?
შეკითხვის ტექსტი: თქვენი ოჯახის ათი წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით, როგორ შეაფასებდით თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას ამჟამად?
შეკითხვის ტექსტი: ამ ბარათზე ჩამოთვლილთაგან, რა უფრო კარგად აღწერს თქვენი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას ამჟამად?
შეკითხვის ტექსტი: ბოლო 6 თვის მანძილზე რამდენჯერ მოუწია თქვენს ოჯახს ფულის სესხება საკვების შესაძენად?
შეკითხვის ტექსტი: ბოლო 6 თვის მანძილზე იყო თუ არა შემთხვევა, რომ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებმა ვერ გადაიხადეთ კომუნალური გადასახადები, ვინაიდან ფული არ გქონდათ?
შეკითხვის ტექსტი: ბოლო 6 თვის მანძილზე იყო თუ არა შემთხვევა, რომ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებმა გაყიდეთ რაიმე ნივთი ოჯახიდან, რათა ყოველდღიური სახარჯო ფული გეშოვათ?
შეკითხვის ტექსტი: ბოლო 6 თვის მანძილზე იყო თუ არა შემთხვევა, რომ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრებმა უარი თქვით სასურველი განათლების მიღებაზე, ვინაიდან ფული არ გქონდათ?
შეკითხვის ტექსტი: ფლობს თუ არა ამჟამად თქვენი ოჯახი ავტომატურ სარეცხ მანქანას?
შეკითხვის ტექსტი: ფლობს თუ არა ამჟამად თქვენი ოჯახი კომპიუტერს?
შეკითხვის ტექსტი: ფლობს თუ არა ამჟამად თქვენი ოჯახი მსუბუქ ავტომობილს?
შეკითხვის ტექსტი: რა იქნება თქვენი სახლის გათბობის ძირითადი საშუალება დამდეგ ზამთარში?
შეკითხვის ტექსტი: რამდენად ხშირად მოიხმართ სოციალურ ქსელებს - მაგალითად, „Facebook“-ს, „Twitter“-ს, „Одноклассники“-ს და სხვას?
შეკითხვის ტექსტი: რომელ სოციალურ ქსელს მოიხმართ ყველაზე ხშირად?
შენიშვნა: კითხვა დაესვა მხოლოდ იმ რესპონდენტებს, რომლებიც სოციალურ ქსელს ყოველ დღე მოიხმარენ
პასუხის ვარიანტები 'Одноклассники' და 'ВКонтакте' დაჯგუფდა სხვასთან.
შეკითხვის ტექსტი: ბოლო 12 თვის განმავლობაში წაგიკითხავთ თუ არა წიგნი, რომელიც არ უკავშირდებოდა თქვენს სამსახურს ან სასწავლო პროგრამას?
შეკითხვის ტექსტი: ბოლო ასეთი წიგნის შესახებ თუ ვისაუბრებთ, რა ენაზე წაიკითხეთ ეს წიგნი?
შენიშვნა: კითხვა დაესვა მხოლოდ იმ რესპონდენტებს, რომლებმაც წაიკითხეს წიგნი, რომელიც არ უკავშირდებოდა სამსახურს ან სასწავლო პროგრამაას
პასუხის ვარიანტები 'გერმანული' და 'ფრანგული' დაჯგუფდა სხვასთან.
შეკითხვის ტექსტი: შესაძლებლობა რომ გქონდეთ, წახვიდოდით თუ არა საქართველოდან, რათა გარკვეული დროის მანძილზე სხვა ქვეყანაში იცხოვროთ?
შეკითხვის ტექსტი: შესაძლებლობა რომ გქონდეთ, წახვიდოდით თუ არა საქართველოდან სამუდამოდ?
შეკითხვის ტექსტი: რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებებს: „ქართველების უმრავლესობა კარგი ადამიანია“?
შეკითხვის ტექსტი: „რუსების უმრავლესობა კარგი ადამიანია“?
შეკითხვის ტექსტი: „თურქების უმრავლესობა კარგი ადამიანია“?
შეკითხვის ტექსტი: „ჩინელების უმრავლესობა კარგი ადამიანია“?
შეკითხვის ტექსტი: რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებებს: „თურქების უმრავლესობას საქართველოსთვის კარგი სურს“?
შეკითხვის ტექსტი: „რუსების უმრავლესობას საქართველოსთვის კარგი სურს“?
შეკითხვის ტექსტი: „ჩინელების უმრავლესობას საქართველოსთვის კარგი სურს“?
შეკითხვის ტექსტი: თქვენი აზრით, ზოგადად, არიან თუ არა უკრაინელები კარგი მართლმადიდებლები?
შეკითხვის ტექსტი: თქვენი აზრით, ზოგადად, არიან თუ არა ბერძნები კარგი მართლმადიდებლები?
შეკითხვის ტექსტი: თქვენი აზრით, ზოგადად, არიან თუ არა რუსები კარგი მართლმადიდებლები?
შეკითხვის ტექსტი: თქვენი აზრით, ზოგადად, არიან თუ არა ქართველები კარგი მართლმადიდებლები?
შეკითხვის ტექსტი: რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით მოსაზრებას: „კარგი მართლმადიდებელი სხვა სარწმუნოებებსაც პატივს სცემს“?
შეკითხვის ტექსტი: დავუშვათ, გყავთ შვილი, რომელსაც სურს, ოჯახი შექმნას გერმანელთან ერთად. შეეცდებით თუ არა, შეაცვლევინოთ ეს გადაწყვეტილება?
შეკითხვის ტექსტი: დავუშვათ, გყავთ შვილი, რომელსაც სურს, ოჯახი შექმნას უკრაინელთან ერთად. შეეცდებით თუ არა, შეაცვლევინოთ ეს გადაწყვეტილება?
შეკითხვის ტექსტი: დავუშვათ, გყავთ გყავთ შვილი, რომელსაც სურს, ოჯახი შექმნას რუსთან ერთად. შეეცდებით თუ არა, შეაცვლევინოთ ეს გადაწყვეტილება?
შეკითხვის ტექსტი: დავუშვათ, გყავთ გყავთ შვილი, რომელსაც სურს, ოჯახი შექმნას თურქთან ერთად. შეეცდებით თუ არა, შეაცვლევინოთ ეს გადაწყვეტილება?
შეკითხვის ტექსტი: დავუშვათ, გყავთ გყავთ შვილი, რომელსაც სურს, ოჯახი შექმნას ჩინელთან ერთად. შეეცდებით თუ არა, შეაცვლევინოთ ეს გადაწყვეტილება?
შეკითხვის ტექსტი: დავუშვათ, გყავთ გყავთ შვილი, რომელსაც სურს, ოჯახი შექმნას სომეხთან ერთად. შეეცდებით თუ არა, შეაცვლევინოთ ეს გადაწყვეტილება?
შეკითხვის ტექსტი: დავუშვათ, გყავთ გყავთ შვილი, რომელსაც სურს, ოჯახი შექმნას ოსთან ერთად. შეეცდებით თუ არა, შეაცვლევინოთ ეს გადაწყვეტილება?
შეკითხვის ტექსტი: ამ ბარათზე ჩამოთვლილი ადამიანებიდან, ყველაზე მეტად ვის არ ისურვებდით თქვენს მეზობლად?
შენიშვნა: პასუხის ვარიანტები 'უცხოელები ევროპის ქვეყნებიდან, ვინც საქართველოში საცხოვრებლად ჩამოდიან', 'თქვენგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები' და 'უცხოელები აზიის ქვეყნებიდან, ვინც საქართველოში საცხოვრებლად ჩამოდიან' დაჯგუფდა 'სხვასთან'.
შეკითხვის ტექსტი: საქართველოში ბოლო პერიოდში ბევრი ტურისტი ჩამოდის. პირადად თქვენ, მიესალმებით თუ არა უცხოელი ტურისტების სტუმრობას საქართველოში?
შეკითხვის ტექსტი: თქვენი აზრით, რომელი ქვეყანაა ამჟამად საქართველოს მთავარი მეგობარი?
შენიშვნა: პასუხის ვარიანტები იტალია, სომხეთი, პოლონეთი, ევროკავშირი, ევროპული ქვეყნები, ლიტვა, ბელგია, ჰოლანდია, ინგლისი, ესპანეთი და ყველა ქვეყანა დაჯგუფდა 'სხვასთან'.
შეკითხვის ტექსტი: თქვენი აზრით, რომელი ქვეყანაა ამჟამად საქართველოს მთავარი მტერი?
შენიშვნა: პასუხის ვარიანტები სომხეთი, ირანი, ურკაინა, ჩრდილოეთ ქვეყნები, აზერბაიჯანი, ევროპული ქვეყნები, ოსეთი, გერმანია, საქართველო, ჩინეთი, ისრაელი და მუსლიმები დაჯგუფდა 'სხვასთან'.
შეკითხვის ტექსტი: ამ ბარათზე ჩამოთვლილი ქვეყნებისა და გაერთიანებებიდან, თქვენი აზრით, რომელია ამჟამად ყველაზე უფრო ძლიერი ეკონომიკური თვალსაზრისით?
შეკითხვის ტექსტი: რომელია ყველაზე უფრო ძლიერი სამხედრო თვალსაზრისით?
შეკითხვის ტექსტი: როგორ ფიქრობთ, დღესდღეობით ვინ იცავს თავის ტრადიციებს ყველაზე კარგად: ებრაელები, ქრისტიანები თუ მუსულმანები?
შეკითხვის ტექსტი: ზოგადად, რამდენად ამაყობთ ან არ ამაყობთ იმით, რომ ქართველი ხართ?
შეკითხვის ტექსტი: ყოფილა თუ არა შემთხვევა, რომ შეგრცხვათ იმისა, რომ ქართველი ხართ?
შეკითხვის ტექსტი: თქვენი აზრით, ამ ბარათზე მოყვანილთაგან, რა არის ყველაზე აუცილებელი იმისთვის, რომ ადამიანი ქართველად ჩავთვალოთ?
შეკითხვის ტექსტი: როგორ ფიქრობთ, სად იქნება უკეთესი, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა მიიღონ უმაღლესი განათლება - საქართველოში თუ უცხოეთში?
შეკითხვის ტექსტი: კერძოდ, რომელ ქვეყანაში?
შენიშვნა: კითხვა დაესვა მხოლოდ იმ რესპონდენტებს, რომლებმაც თქვეს, რომ უკეთესი იქნება, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა უმაღლესი განათლება უცხოეთში მიიღონ
პასუხის ვარიანტები ესპანეთი, საბერძნეთი, ევროპული ქვეყნები, პოლონეთი, ფინეთი, შვედეთი, ურკაინა და ბულგარეთი დაჯგუფდა 'სხვასთან'.
შეკითხვის ტექსტი: როდესაც ოჯახში გოგო და ბიჭი იზრდება, და ოჯახს მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ბინა აქვს, როგორ ფიქრობთ, ვის საკუთრებაში უნდა გადავიდეს ეს ბინა - გოგოსი თუ ბიჭის?
შეკითხვის ტექსტი: თქვენი აზრით, ემუქრება თუ არა ამჟამად საფრთხე დემოკრატიას საქართველოში?
შეკითხვის ტექსტი: ემუქრება თუ არა ამჟამად საფრთხე საქართველოში ადამიანის უფლებებს?
შეკითხვის ტექსტი: თქვენი აზრით, ემუქრება თუ არა ამჟამად საფრთხე ქართულ ტრადიციებს?
შეკითხვის ტექსტი: ემუქრება თუ არა ამჟამად საფრთხე მართლმადიდებლობას საქართველოში?
შეკითხვის ტექსტი: თქვენი აზრით, ემუქრება თუ არა ამჟამად საფრთხე ოჯახის სიწმინდეს საქართველოში?
შეკითხვის ტექსტი: ამ ბარათის მეშვეობით გთხოვთ, მითხრათ, ზოგადად, რამდენად გაინტერესებთ ან არ გაინტერესებთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები?
შეკითხვის ტექსტი: რამდენად ენდობით ან არ ენდობით საქართველოს პრეზიდენტს?
შეკითხვის ტექსტი: რამდენად ენდობით ან არ ენდობით საქართველოს პრემიერ-მინისტრს?
შეკითხვის ტექსტი: რამდენად ენდობით ან არ ენდობით საქართველოს პარლამენტს?
შეკითხვის ტექსტი: რამდენად ენდობით ან არ ენდობით საქართველოს ჯარს?
შეკითხვის ტექსტი: რამდენად ენდობით ან არ ენდობით ეკლესიას?
შეკითხვის ტექსტი: რამდენად ენდობით ან არ ენდობით საქართველოს სასამართლოებს?
შეკითხვის ტექსტი: რამდენად ენდობით ან არ ენდობით ქართველ ჟურნალისტებს?
შეკითხვის ტექსტი: რამდენად ენდობით ან არ ენდობით ევროკავშირს?
შეკითხვის ტექსტი: რამდენად ენდობით ან არ ენდობით ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა, მაგალითად, ქართული მარში?
შეკითხვის ტექსტი: რამდენად ენდობით ან არ ენდობით ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა, მაგალითად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია?
შეკითხვის ტექსტი: გთხოვთ, მითხრათ, ამ ორი მოსაზრებიდან რომელს ეთანხმებით? მოსაზრება 1: ადამიანები ბავშვებივით არიან. მთავრობამ ისე უნდა იზრუნოს მათზე, როგორც მშობელი ზრუნავს შვილებზე. მოსაზრება 2: მთავრობა ხალხის მიერაა დაქირავებული: ადამიანები უნდა იქცეოდნენ, როგორც უფროსები, და უნდა აკონტროლებდნენ მთავრობას.
შენიშვნა: შეკითხვა გადაიკოდა. საწყისი ვარიანტები არის: 1. ადამიანები ბავშვებივით არიან. მთავრობამ ისე უნდა იზრუნოს მათზე, როგორც მშობელი ზრუნავს შვილებზე - სრულიად ვეთანხმები 2. ადამიანები ბავშვებივით არიან. მთავრობამ ისე უნდა იზრუნოს მათზე, როგორც მშობელი ზრუნავს შვილებზე - ვეთანხმები 3. მთავრობა ხალხის მიერაა დაქირავებული: ადამიანები უნდა იქცეოდნენ, როგორც უფროსები, და უნდა აკონტროლებდნენ მთავრობას - ვეთანხმები 4. მთავრობა ხალხის მიერაა დაქირავებული: ადამიანები უნდა იქცეოდნენ, როგორც უფროსები, და უნდა აკონტროლებდნენ მთავრობას - სრულიად ვეთანხმები 5. არც ერთს არ ვეთანხმები. ვარიანტები 1 და 2 დაჯგუფდა როგორც 'ადამიანები ბავშვებივით არიან. მთავრობამ ისე უნდა იზრუნოს მათზე, როგორც მშობელი ზრუნავს შვილებზე', 3 და 4 როგორც 'მთავრობა ხალხის მიერაა დაქირავებული: ადამიანები უნდა იქცეოდნენ, როგორც უფროსები, და უნდა აკონტროლებდნენ მთავრობას',
შეკითხვის ტექსტი: გთხოვთ, მითხრათ, ამ ორი მოსაზრებიდან რომელს ეთანხმებით? მოსაზრება 1: ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, თუ არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ყველა გადაწყვეტილებას საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად მიიღებს. მოსაზრება 2: ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, თუ ქვეყანას ეყოლება ძლიერი ლიდერი, რომელიც თავად მიიღებს საზოგადოებისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს.
შენიშვნა: შეკითხვა გადაიკოდა. საწყისი ვარიანტები არის: 1. ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, თუ არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ყველა გადაწყვეტილებას საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად მიიღებს - სრულიად ვეთანხმები 2. ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, თუ არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ყველა გადაწყვეტილებას საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად მიიღებს - ვეთანხმები 3. ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, თუ ქვეყანას ეყოლება ძლიერი ლიდერი, რომელიც თავად მიიღებს საზოგადოებისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს - ვეთანხმები 4. ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, თუ ქვეყანას ეყოლება ძლიერი ლიდერი, რომელიც თავად მიიღებს საზოგადოებისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს - სრულიად ვეთანხმები 5. არც ერთს არ ვეთანხმები. ვარიანტები 1 და 2 დაჯგუფდა როგორც 'ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, თუ არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ყველა გადაწყვეტილებას საზოგადოებასთან კონსულტაციის შედეგად მიიღებს', 3 და 4 როგორც 'ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, თუ ქვეყანას ეყოლება ძლიერი ლიდერი, რომელიც თავად მიიღებს საზოგადოებისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს',
შეკითხვის ტექსტი: ამ ბარათზე მოყვანილი მოსაზრებებიდან, რომელია ყველაზე ახლოს თქვენს შეხედულებებთან?
შეკითხვის ტექსტი: გთხოვთ, მითხრათ, ამ ორი მოსაზრებიდან რომელს ეთანხმებით? მოსაზრება 1: ეკლესია არასდროს უნდა ჩაერიოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. მოსაზრება 2: პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას პოლიტიკოსები უნდა ითვალისწინებდნენ ეკლესიის პოზიციას.
შენიშვნა: შეკითხვა გადაიკოდა. საწყისი ვარიანტები არის: 1. ეკლესია არასდროს უნდა ჩაერიოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში - სრულიად ვეთანხმები 2. ეკლესია არასდროს უნდა ჩაერიოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში - ვეთანხმები 3. პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას პოლიტიკოსები უნდა ითვალისწინებდნენ ეკლესიის პოზიციას - ვეთანხმები 4. პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას პოლიტიკოსები უნდა ითვალისწინებდნენ ეკლესიის პოზიციას - სრულიად ვეთანხმები 5. არც ერთს არ ვეთანხმები. ვარიანტები 1 და 2 დაჯგუფდა როგორც 'ეკლესია არასდროს უნდა ჩაერიოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში', 3 და 4 როგორც ' პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას პოლიტიკოსები უნდა ითვალისწინებდნენ ეკლესიის პოზიციას',
შეკითხვის ტექსტი: უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში?
შეკითხვის ტექსტი: უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის მიერ?
შეკითხვის ტექსტი: რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით, რომ ამერიკა საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებს?
შეკითხვის ტექსტი: რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებს?
შეკითხვის ტექსტი: რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით, რომ ევროკავშირი საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებს?
შეკითხვის ტექსტი: რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით, რომ მხოლოდ ნატოში გაწევრიანება დაეხმარება საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში?
შეკითხვის ტექსტი: როგორ ფიქრობთ, რომელი ქვეყნის ბაზარზეა ამჟამად ყველაზე რეალისტური ქართული პროდუქციის ექსპორტი: ევროკავშირის ქვეყნების, რუსეთის თუ თურქეთის?
შეკითხვის ტექსტი: როგორ შეაფასებდით თქვენს დამოკიდებულებას საქართველოში ჩამოსული უცხოელების მიმართ, ვინც აქ 3 თვეზე მეტი დროით რჩება?
შეკითხვის ტექსტი: თქვენი აზრით, უცხოელებს, ვისაც საქართველოში ცხოვრება უნდათ, უნდა ჰქონდეთ თუ არა საქართველოს მოქალაქეობის მიღების უფლება შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში?
შეკითხვის ტექსტი: თქვენი აზრით, უცხოელებს, ვისაც საქართველოში ცხოვრება უნდათ, უნდა ჰქონდეთ თუ არა უფლება, უძრავი ქონება შეიძინონ აქ?
შეკითხვის ტექსტი: შინამეურნეობის წევრთა რაოდენობა
შეკითხვის ტექსტი: შინამეურნეობის ზრდასრულ წევრთა რაოდენობა
მოიძებნა: 109 შედეგი